Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირის მანძილზე კულმინაციას


მიაღწია აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობამ. კომისიის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სკანდალური განცხადებები გააკეთა რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა. მან აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყების ინიციატორად საქართველო დაასახელა. კიწმარიშვილის ამ განცხადების საწინააღმდეგო არგუმენტებით კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კულტურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები წარდგნენ. კვირის ბოლოს კი დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა.

გასული კვირა საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებზე რუსეთის სამხედროების შეიარაღებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო რეაქციის გამოხატვით დაიწყო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ახალგორის მიმართულებით მიმავალ მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის კორტეჟზე შეიარაღებული თავდასხმის ინციდენტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო პოლონეთის მხარემაც.

ახალგორის საზღვართან 23 ნოემბრის საღამოს ცეცხლის გახსნის ფაქტი აღიარა და თავის თავზე აიღო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ. მანამდე ოფიციალური მოსკოვი, ტრადიციისამებრ, პროვოკაციის მოწყობაში თბილისს ადანაშაულებდა.

რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის შემდეგ გამოთქმულ ურთიერთბრალდებებში გასული კვირის მანძილზე ჭეშმარიტების პოვნას ცდილობდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
კომისიის წინაშე რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი სკანდალური განცხადებებით წარდგა:

[ეროსი კიწმარიშვილის ხმა] „აპრილში სააკაშვილის გარემოცვიდან შევიტყვე, რომ მათ მიიღეს ამერიკის მხარდაჭერა აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე. ისინი ამბობდნენ, რომ თანხმობა პირადად ბუშისგან მიიღეს. ეს ადამიანები ასევე ამბობდნენ, რომ კონდოლიზა რაისმა მწვანე შუქი აუნთო საომარი მოქმედებების დაწყებას საქართველოში. ეს მოხდა ცხრა-ათი ივლისის შეხვედრაზე. საგანგებოდ დავუკავშირდი ამ შეხვედრის მონაწილე ამერიკელებსა და ქართველებს, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, მაგრამ ვიცი, რომ ამაზე არაერთხელ ულაპარაკია ბოკერიას.“(სტილი დაცულია)

ეროსი კიწმარიშვილი არ ასახელებს იმ ადამიანის გვარს, ვისაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ელაპარაკა. ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებების გამო კომისიის სხდომა ხმამაღალ კამათს დაემსგავსა.

[ხმაური]

ამ შელაპარაკების ფონზე ეროსი კიწმარიშვილმა სხდომა დასრულებამდე დატოვა.

უფრო რადიკალური იყო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელმაც ყოფილ ელჩს ბრალდებები, ცხელ გულზე, სხდომის დამთავრებამდე წაუყენა:

[პაატა დავითაიას ხმა] „ცალსახად ჩანს, რომ იგი არის სუბიექტური. მისი ჩვენებებიდან გამოიკვეთა ორი სერიოზული საკითხი: გამოიკვეთა, რომ არსებობს მაღალი თანამდებობის პირი,რომელიც ლაპარაკობს საერთაშორისო საზოგადოების სახელით და ამით ახდენს მანიპულირებას, ბატონი ეროსი კი არ ასახელებს მის სახელსა და გვარს. მე კატეგორიულად ვაყენებ საკითხს, რომ დაიწყოს გამოძიება. და კიდევ, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვამბობ, რომ მისი ქმედებები არის სამსახურებრივი გულგრილობა, იმიტომ რომ ის წერს ერთს, საუბრობს მეორეს და ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფოზე ჭორებისა და ლაპარაკის საფუძველზე.“

მოგვიანებით პაატა დავითაიამ ტონის შერბილება სცადა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, ამბობს, რომ კომისიის ისედაც საეჭვო რეპუტაცია უიმედოდ შეილახა.

კომისიის წევრების გარდა, ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუხდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას და ყოფილ მოადგილეს, ახლა კი კულტურის მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს:

[გრიგოლ ვაშაძის ხმა] „არასოდეს არც ერთ თათბირში...“

გრიგოლ ვაშაძის გარდა, საპარლამენტო კომისიის წინაშე წარდგნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. ორივემ დეტალურად აღწერა საომარი მოქმედებების წინა პერიოდი და ისიც, თუ როგორ დაიწყო ომი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა იმ ფაქტებზე ისაუბრა, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 7 აგვისტომდეც იმყოფებოდდნენ:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „სამ სექტემბერს გამოქვეყნდა...“

შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის რეგულარული ჯარის როკის გვირაბის გავლით შემოსვლის შემდეგ დაიწყო:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა...“

თითქმის იმავე ფაქტებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და, შინაგან საქმეთა მინისტრის მსგავსად, მანაც უარყო ეროსი კიწმარიშვილის მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

კვირის ბოლოს კი აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც მოუსმინა. პრეზიდენტი კომისიისა და საზოგადოების კითხვებს ხუთ საათზე მეტხანს უპასუხებდა. მან თავდაპირველად იმაზე ისაუბრა, თუ რა უძღოდა წინ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ...“

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს დიდხანს არ სჯეროდა, რომ რუსეთი ასეთ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას წამოიწყებდა. მისი თქმით, ასე ფიქრობდნენ საქართველოს მეგობარი ქვეყნებიც. ამიტომ სააკაშვილი ეთანხმება შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომ საქართველომ, გარკვეულწილად, დაგვიანებული პასუხიც კი გასცა რუსეთის აგრესიას. პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ცეცხლის გახსნაზე უარი უთხრა საქართველოს თავდაცვის მინისტრს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მოვიდა კეზერაშვილი და...“

სააკაშვილის დასკვნით, რუსეთი საქართველოსთან ომისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა და მისი და მეგობარი სახელმწიფოების ლიდერთა იმედი, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან ინტერვენციას არ განახორციელებდა, არ გამართლდა.

პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ საპარლამენტო კომისიამ დასკვნა უნდა მოამზადოს.

გასულ კვირაში აქტუალური იყო კიდევ ერთი თემა, რომელიც უშუალო კავშირშია რუსეთ-საქართველოს რთულ ურთიერთობებთან. ესაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში, საქართველოს გაწევრიანების საკითხი. როგორც ცნობილია, რუსეთის ფაქტორის გამო, ნატოს წევრთა შორის ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მაპის, მინიჭების შესახებ.

ვაშინგტონში გამოსვლისას კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ არსებობს ”ბრიტანული იდეა”, თუ როგორ იქნეს სისრულეში მოყვანილი ბუქარესტის სამიტის ის შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს:

[კონდოლიზა რაისი] ”როგორც გახსოვთ, ბუქარესტის დეკლარაცია ამბობს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მაგრამ ეს არ გულისხმობს რაიმე დაბალ სტანდარტს ნატოში გაწევრიანებისათვის, არ გულისხმობს გარკვეული განრიგის საჭიროებას პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ, არსებულ ეტაპზე, ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის არსებულ კომისიებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ნატოსა და საქართველოს შორის დიალოგის ინტენსიფიკაციას. ამის მიუხედავად, ამჟამად არ არსებობს დისკუსიის აუცილებლობა მაპის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მინიჭების ირგვლივ.”

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების დეკემბრის შეხვედრისგან საქართველოს ხელისუფლება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას არ ელოდება. თუმცა გიორგი ბარამიძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში, 27 ნოემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება კარგი სიგნალია ნატოსთან შემდგომი თანამშრომლობისათვის.

თეორიულად არ არის გამორიცხული, საქართველო ნატოს უფრო მეტად დაუახლოვდეს სხვა მექანიზმის - მათ შორის, არსებული კომისიის - მეშვეობით. ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 26 ნოემბრის პრესკონფერენციაზეც დაადასტურა. ”მაპი ჩეხეთსა და პოლონეთს არასოდეს ჰქონიათო”,- განაცხადა კონდოლიზა რაისმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოსა და უკრაინას ბევრი სტანდარტი აქვთ მისაღწევი, რათა ალიანსის წევრები გახდნენ.
XS
SM
MD
LG