Accessibility links

logo-print

ინდოეთის მმართველი "კონგრესის პარტიის" განცხადებით


ინდოეთის მმართველი "კონგრესის პარტიის" განცხადებით, მკაცრ ზომას მიმართავენ პაკისტანის წინააღმდეგ

ინდოეთის მმართველი "კონგრესის პარტიის" განცხადებით, მკაცრ ზომას მიმართავენ პაკისტანის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ქალაქ ბომბეიში 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კოორდინირებული იერიშების შედეგად. იუწყებიან აგრეთვე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა პაკისტანს მოუწოდა, სრულად ითანამშრომლოს ინდოეთში დაწყებულ გამოძიებასთან. ინდოეთის განცხადებით, შეიარაღებული პირები, რომლებმაც ბომბეიში თავდასხმები განახორციელეს, პაკისტანიდან იყვნენ, სავარაუდოდ, გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია “ლაშკარ ე ტაიბას” წევრები. პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ ინდოეთს მოუწოდა, არ დასაჯოს პაკისტანი - ექსტრემისტების თავდასხმის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG