საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაცია
იმის თაობაზე, რომ წუხელ თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ოსური სოფლები დაიცხრილა. დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ქართველი სამართალდამცავები მსხვილკალიბრიანი იარაღით ისროდნენ, თუმცა ოსური ძალოვანი სტრუქტურები პროვოკაციას არ აჰყვნენ. თავის მხრივ, ქართული საინფორმაციო სააგენტოები რამდენიმე სოფლის მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ წუხელ თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორია დაიცხრილა ოსური მხრიდან. სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.