Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მუშაობის დაწყებიდან ორი თვის


საქართველოში მუშაობის დაწყებიდან ორი თვის თავზე, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია

საქართველოში მუშაობის დაწყებიდან ორი თვის თავზე, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია
რეგიონული ოფისების ადგილმდებარეობას ცვლის და ქსელის გაძლიერებას გეგმავს. მისიის პრესსამსახურის ცნობით, ფოთის ოფისი და სწრაფი რეაგირების ჯგუფი ხაშურში გადაინაცვლებს და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთ ნაწილის პასუხისმგებელი იქნება. ბაზალეთში მყოფი მეთვალყურეები მცხეთაში გადავლენ და შეიცვლება გორისა და ზუგდიდის ოფისების ადგილმდებარეობა. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ ჰანს იორგ ჰაბერის შეფასებით, საქართველოში მუშაობის დაწყებიდან მეთვალყურეებმა პროგრესს მიაღწიეს, თუმცა, უამრავი სირთულე კვლავ რჩება.
XS
SM
MD
LG