Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების ფედრალური სამსახურის განცხადებით


რუსეთის უშიშროების ფედრალური სამსახურის განცხადებით,

რუსეთის უშიშროების ფედრალური სამსახურის განცხადებით,
საქართველოს ხელისუფლებას უარი არ უთქვამს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალით დაბრუნების გეგმაზე და ამ მიზნით ვითარების დესტაბილიაზაციას აპირებს. რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გენერალ ვლადიმირ ნოსოვის განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობა გაააქტიურეს. ნოსოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი მებრძოლებისა და „თეთრი ლეგიონის“ პარტიზანების გამოყენებას აპირებს. რუსეთის უშიშროების სამსახურის ამ განცხადებებს თბილისში კატეგორიულად უარყოფენ.
XS
SM
MD
LG