Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის


ბარაკ ობამამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე სენატორი ჰილარი კლინტონი დაასახელა.

ბარაკ ობამამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე სენატორი ჰილარი კლინტონი დაასახელა.
აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა ბარაკ ობამამ განაცხადა აგრეთვე, რომ რობერტ გეიტსს სთხოვა, დარჩეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ხოლო გენერალი ჯეიმს ჯოუნსი წარადგინა მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. გარდა ამისა, ობამამ არიზონის შტატის გუბერნატორი ჯენეტ ნაპოლიტანო შეარჩია შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე სიუზან რაისი - გაეროში ელჩად. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდის წევრები ობამამ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე, ჩიკაგოში წარადგინა. ობამა 20 იანვრიდან შეუდგება პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.
XS
SM
MD
LG