Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად თავდაცვის


მთავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მისი მოადგილე

მთავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მისი მოადგილე
ბათუ ქუთელია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრს - ეკა ტყეშელაშვილს მისი ყოფილი მოადგილე და ამჟამინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეცვლის, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა. ამას გარდა, მისი თქმით, გია ნოდიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე შეცვლის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია, რომელმაც ეს პოსტი 1-ლ ნოემბერს განხორციელებული სამთავრობო ცვლილების დროს დაკარგა. მგალობლიშვილის განცხადებით, მან კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც, პრემიერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი დღის ვადაში მიიღებს. სამთავრობო ცვლილებების შესახებ ცნობილი გახდა ცოტა ხნის შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას გადადგომის თაობაზე.
XS
SM
MD
LG