Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია ალექსი


მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია ალექსი მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად.

მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია ალექსი მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე პარასკევს გარდაიცვალა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მან მოსკოვში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ თავს მოვალედ თვლის, დაესწროს ალექსი მეორის დაკრძალვას: [ილია მეორის ხმა] "ალექსი მეორე იყო დიდი პიროვნება მართლმადიდებელ სამყაროში და მეგობარი ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიისა". გავრცელებული ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში შესაძლოა, რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვდეს. ალექსი მეორეს სამშაბათს, 9 დეკემბერს დაკრძალავენ. მანამდე, მორწმუნეები ეთხოვებიან სულიერ მოძღვარს, რომელიც მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარშია დასვენებული.
XS
SM
MD
LG