Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაციით, რომელსაც გაზეთი "ნიუ იორკ


ინფორმაციით, რომელსაც გაზეთი "ნიუ იორკ ტაიმსი" ბეჭდავს, იმ ამერიკელი ჯარისკაცების უმრავლესობა,

ინფორმაციით, რომელსაც გაზეთი "ნიუ იორკ ტაიმსი" ბეჭდავს, იმ ამერიკელი ჯარისკაცების უმრავლესობა,
მომავალი წლის დასაწყისში დამატებით რომ იგზავნებიან ავღანეთში, ქაბულის სიახლოვეს განთავსდება. გეგმა ასახავს აშშ-ის შეშფოთებას, თალიბანის გააქტიურების შედეგად, ავღანეთის დედაქალაქის წინაშე მდგომი საფრთხის გამო. "ნიუ იორკ ტაიმსის" ცნობით, აშშ-ის ბრიგადას (4000-მდე კაცის შემადგენლობით), იანვარში მოელიან ავღანეთში. რეპორტაჟში მოყვანილია აშშ-ისა და ნატოს სარდლებისაგან მიღებული ინფორმაცია, რომ მთავარ ამოცანებს შორისაა ქაბულის უსაფრთხოების დაცვა: საამისოდ მეზობელ ვარდაკის და ლოგარის პროვინციებში თალიბებთან დაპირისპირება და უსაფთრხოების ზომებზე ზრუნვა ამ პროვინციებში საერთაშორისო დახმარებით მიმდინარე განვითარების პროგრამების ხელშესაწყობად. "ნიუ იორკ ტაიმსი" იუწყება, რომ პენტაგონი აპირებს დამატებით სულ 20 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის განთავსებას ავღანეთში მომავალი 12-18 თვის განმავლობაში. ამჟამად ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი კოალიცია 62 000 უცხოელ ჯარისკაცს მოიცავს, მათ შორის 32 000 ამერიკელია.
XS
SM
MD
LG