Accessibility links

საბერძნეთში დღესაც გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები


საბერძნეთში დღესაც გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასთან დაპირისპირება.

საბერძნეთში დღესაც გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასთან დაპირისპირება.
ათენსა და სალონიკიში ასობით დემონსტრანტი ისროდა საწვავით სავსე ბოთლებს, ამსხვრევდა მაღაზიების ვიტრინებს, წვავდა ავტომანქანებს. საპროტესტო გამოსვლები გუშინ საღამოს დაიწყო ათენში მას შემდეგ, რაც პოლიციელის ტყვიამ 15 წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. პროტესტი მალე გავრცელდა რამდენიმე სხვა ქალაქზე. პოლიციის ცნობით, საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიციასთან დაპირისპირების მსვლელობაში 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 25 პოლიციელი. ათობით ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრი პროკოპის პავლოპულოსი სიმშვიდისაკენ მოწოდებით გამოვიდ, და შეიტანა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მაგრამ მისი გადადგომა არ მიიღო პრემიერ-მინისტრმა კოსტას კარამანლისმა. ამასობაში, ორი პოლიციელი დააკავეს დაღუპული ბიჭისთვის სროლასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG