Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში მესამე დღეა გრძელდება


საბერძნეთში მესამე დღეა გრძელდება

საბერძნეთში მესამე დღეა გრძელდება
მასობრივი არეულობა, რომელიც მოჰყვა პოლიციის მიერ გამოსვლების ერთ-ერთი მონაწილის, 15 წლის ალექსანდროს გრიგოლოპოლუსის მოკვლას. მკლელობა მოხდა მაშინ, როცა დემონსტრანტები ქვებს უშენდნენ პოლიციის მანქანას. დღეს ახალგაზრდებმა მანქანებზე და მაღაზიებზე განახორცილეს შეტევა თესალონიკში, სიდიდით მეორე ქალაქში. შეტაკება მოხდა ქალაქ ტრიკალაში. ათენსა და სხვა დიდ ქალაქში სტუდენტებმა დაიკავეს უნივერსიტეტები. ასობით სკოლის მოსწავლემ მსვლელობა გამართა პარლამენტისკენ. გამოსვლები დაიწყო კუნძულ როდოსზეც. პროტესტი იმართება ასევე საბერძნეთის დიპლომატიურ მისიებთან ლონდონსა და ბერლინში.
XS
SM
MD
LG