Accessibility links

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირისა და სამხრეთ


ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა.

ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა.
მოლაპარაკებაზე ყურადღების ცენტრში მოექცა ევროკავშირის ახალი ინიციატივა “აღმოსავლური პარტნიორობა”. საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მოგვიანებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო თავის მომავალს ერთიან ევროპაში ხედავს. [ბარამიძის ხმა] "ჩვენ ევროპელები ვართ, ევროკავშირის ევროპელი მეზობლები და საქართველოს მომავალი - ერთიან ევროპაშია. და ეს, ადრე თუ გვიან, მოხდება. და აღმოსავლეთის პარტინორობის გეგმა მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით. რასკვირველია, ამ ეტაპზე არ ვლაპარაკობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ვიცით, რომ საამისოდ მზად არა ვართ არც ჩვენ, არც ევროკავშირი. მაგრამ ეს არის გზა, რომელიც გვსურს გავიაროთ და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ”, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG