ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით,
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხა კვლავ არამიზნობრივად იხარჯება. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ასოციაცია აცხადებს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებისთვის, როგორიცაა სტიქიასთან ბრძოლა, სარეზერვო ფონდებიდან ყველაზე ნაკლები თანხა გაიცა. ორგანიზაციის მონაცემებით, ნაცვლად განკუთვნილი 25 მილიონი ლარისა, მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯმა 71 მილიონი, პრეზიდენტის ფონდის კი - 38 მილიონი ლარი შეადგინა.