Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში პოლიციელის ტყვიით მოკლული ახალგაზრდის


ათენში პოლიციელის ტყვიით მოკლული ახალგაზრდის დაკრძალვის შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირებამ იფეთქა.

ათენში პოლიციელის ტყვიით მოკლული ახალგაზრდის დაკრძალვის შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირებამ იფეთქა.
პოლიციელებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, რათა დაეშალათ ათობით დემონსტრანტი, რომლებიც მათ ქვეყბსა და ჯოხებს ესროდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ ნაგვის კონტეინერებს. შეტაკებისას, რომელიც სასაფლაოსთან დაიწყო და მიმდებარე რაიონს მოედო, როგორც იუწყებიან, არავინ დაშავებულა. პოლიციასთან დაპირისპირებისას დაღუპული 15 წლის ბიჭის დაკრძალვას დღეს 6000-მდე ადამიანი დაესწრო. მანამდე, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან. საპროტესტო გამოსვლის შესახებ იუწყებიან ქალაქ სალონიკიდანაც. შაბათს მოზარდის დაღუპვის შემდეგ საპროტესტო აქციებისა და ძალადობის ტალღა მოჰყვა საბერძნეთის რამდენიმე ქალაქს.
XS
SM
MD
LG