Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები


საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ კანონებზე,

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ კანონებზე,
რომლებითაც გამიზნულია გლობალური დათბობის გამომწვევი გაზების ემისიის შემცირება. ამ საკითხზე ნიკოლა სარკოზიმ, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ისაუბრა ბრიუსელში, ევროკავშირის ორდღიანი სამისტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მანამდე კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ 200 მილიარდი ევროს გამოყოფაზე თავიანთი ქვეყნების ეკონომიკების დასახმარებლად, გლობალურ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ სამიტს ისტორიული უწოდა.
XS
SM
MD
LG