Accessibility links

logo-print

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში


საქართველოში შვეიცარიის საელჩოში

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში
გაიხსნება სპეციალური სექცია, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს, იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
შესაბამის შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა შვეიცარიელმა კოლეგამ მიშლინ კალმინ-რემ 13 დეკემბერს მოსკოვში მოაწერეს ხელი.
”ეს მოემსახურება ვითარების ნორმალიზებას და საბოლოო ჯამში, კონტაქტების ხელშეწყობას რუს და ქართველ ხალხებს შორის,”- განაცხადა ლავროვმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ნორმალურად შეხვდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შვეიცარია ასევე დათანხმდა ქართული მხარის თხოვნას, წარმოადგინოს მისი ინტერესები მოსკოვში.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის ინიციატივით აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა.

XS
SM
MD
LG