Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფებიან აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი


თბილისში იმყოფებიან აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის წევრები

თბილისში იმყოფებიან აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის წევრები
შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით. მისმა მოადგილემ, გერმანელმა დიპლომატმა უვე შრამმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ ხელისუფლება კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. თავის მხრივ, ვაშაძემ აღნიშნა, რომ კომისიის წევრებს დევნილებთან შეხვედრა და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ყურადღების გამახვილება ურჩია. დღესვე საერთაშორისო კომისიის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG