Accessibility links

logo-print

პარიზის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აღმოჩენილ


პარიზის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება

პარიზის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება
- ამის შესახებ იუწყება საფრანგეთის დედაქალაქის პოლიცია. ხუთსართულიანი შენობა მთლიანად ევაკუირებულ იქნა. ხელისუფლების ცნობით, ნაპოვნი დინამიტი ამფეთქით აღჭურვილი არ ყოფილა. სავაჭრო ცენტრის დანაღმვის შესახებ გამაფრთხილებელი ცნობა მიიღო ფრანს პრესის სააგენტომ. აქამდე უცნობი დაჯგუფება "ავღანეთის რევოლუციური ფრონტი" იტყობინებოდა, რომ ჯგუფი მოითხოვს, საფრანგეთმა ავღანეთიდან თავისი ჯარი გაიყვანოს.
XS
SM
MD
LG