Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელ ჟურნალისტს, რომელმაც ფეხსაცმელი ესროლა


ერაყელ ჟურნალისტს, რომელმაც ფეხსაცმელი ესროლა აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს,

ერაყელ ჟურნალისტს, რომელმაც ფეხსაცმელი ესროლა აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს,
ნეკნები და ხელი აქვს მოტეხილი - ამტკიცებს ჟურნალისტის ძმა. დურგჰამ ზეიდიმ ვერ დააზუსტა, როდის მიიღო ეს ტრავმები მისმა ძმამ - მუნტადერმა: დაკავებისას თუ მოგვიანებით, პატიმრობაში ყოფნისას. მიღებული ცნობების თანახმად, 29 წლის ჟურნალისტს ერაყის დედაქალაქის ცენტრში, გამაგრებულ სამთავრობო ზონაში აკავებენ. კვირას, ბაღდადში, ჯორჯ ბუშის პრესკონფერენციის დროს, ადგილობრივი ტელეარხის კორესპონდენტმა მუნტადერ ზეიდიმ, აშშ-ის პრეზიდენტს ფეხსაცმელი ესროლა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
XS
SM
MD
LG