Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ორი მომხსენებელი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ორი მომხსენებელი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს
რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების გამო. ლუკ ვან დენ ბრანდე და მატიაშ იორში შიშობენ, რომ დაძაბულობის ბოლოდროინდელ გამწვავებასა და პროვოკაციების მატებას ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ შესაძლოა, მოჰყვეს შეტაკებების განახლება. მონიტორინგის კომიტეტის მემორანდუმის პროექტის წინასწარ წარდგენისას, პარიზში, ლუკ ვან დენ ბრანდე და მატიაშ ეორში გამოვიდნენ მოწოდებით, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის საშუალება მიეცეთ უცხოელ მეთვალყურეებს. მათივე შეფასებით, მეთვალყურეების შესვლას, ისევე როგორც სეპარატისტულ რეგიონებში ახალი საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატისა და სამშვიდობო ძალების ფორმირებას - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისთვის.
XS
SM
MD
LG