Accessibility links

logo-print

ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოდის მოწოდებით


ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოდის მოწოდებით, გაანთავისუფლონ ერაყელი ჟურნალისტი

ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" გამოდის მოწოდებით, გაანთავისუფლონ ერაყელი ჟურნალისტი
მუნტადარ ალ-ზაიდი, დაპატიმრებული მას შემდეგ, რაც მან ფეხსაცმელები ესროლა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ბაღდადში კვირას გამართული პრეს-კონფერენციის დროს. მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის შეფასებით, რაც უნდა დასანანი იყოს, რომ ალ-ზაიდიმ ასეთი ფორმა აირჩია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკით უკმაყოფილების გამოსათქმელად, ის უნდა განთავისუფლდეს ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაძაბულობის განსამუხტად. ერაყელი ჟურნალისტი დღეს წარდგა სასამართლოს წინაშე კვირის ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. ერაყის კანონებით, ალ-ზაიდის 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის შეურაცხყოფის ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG