Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და აშშ პარტნიორობის ხელშეკრულების


საქართველო და აშშ პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

საქართველო და აშშ პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისი განმარტებით, პარტნიორობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ წინადადებებზე, რომელიც თბილისმა შესაძლოა ვაშინგტონს შესთავაზოს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები მუშაობენ. ხელშეკრულების პროექტის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით: [იაკობაშვილის ხმა] "ეს იქნება, დაახლოებით, ანალოგიური იმ პაქტისა, რომელიც დაიდო ამერიკასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის". ასევე იაკობაშვილის განცხადებით, აშშ-თან მომავალ ხელშეკრულებაში სამხედრო ბაზებზე საუბარი არ იქნება.
XS
SM
MD
LG