Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების თქმით, შინაგან საქმეთა


ერაყის ხელისუფლების თქმით, შინაგან საქმეთა

ერაყის ხელისუფლების თქმით, შინაგან საქმეთა
სამინისტროს 20 თანამშრომელზე მეტია დაპატიმრებული. მათ ერაყის ყოფილი ლიდერის, სადამ ჰუსეინის ბაათის პარტიის აღდგენის მცდელობაში ედებათ ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა აბდულ ქარიმ ხალაფმა დღეს განაცხადა, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე დააპატიმრეს 23 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ორგანიზაცია "ალ-ავდას" წევრობაში. ამ ჯგუფს ბრალს სდებენ, რომ ის ბაათის პარტიის აღდგენას ცდილობს. ხალაფის თქმით, ოფიცრების დაკითხვა ერაყის სასამართლო ორგანოების ზედამხედველობით მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG