Accessibility links

ნატო და რუსეთი პირველად გამართავენ


ნატო და რუსეთი პირველად გამართავენ მაღალ დონეზე

ნატო და რუსეთი პირველად გამართავენ მაღალ დონეზე
მოლაპარაკებებს მას მერე, რაც ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაუარესდა საქართველოში რუსეთის ჯარების ინტერვენციის შემდეგ. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ ნატოს ანონიმი წარმომადგენლის სიტყვები, რომ ალიანსის გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი ბრიუსელში შეხვდება რუსეთის ელჩს ნატოში, დმიტრი როგოზინს. როგორც იტყობინებიან, შეხვედრის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთობის გამოსწორება. ახლახან ნატოს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ, რომ რუსეთთან კონტაქტები განახლდეს.
XS
SM
MD
LG