Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა,

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა,
რომ საქართველოს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები რეგიონში მიმოსვლას განაგრძობენ. დე ფაქტო მინისტრის მოადგილის იბრაჰიმ გასიევის ცნობით, დღეს დილით ამ ტიპის საფრენმა აპარატმა საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. გასიევის განცხადებით, მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ცხინვალი იძულებული იქნება მზვერავი თვითმფრინავები გაანადგუროს. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. მისი განმარტებით, უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები რეგიონში არ ყოფილა. სამინისტროს შეფასებით, გარკვეულ ძალებს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შექმნა და მოსახლეობის დაშინება სურთ.
XS
SM
MD
LG