Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან შეინიშნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან შეინიშნება
სამხედრო მზადების რეციდივი. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს იარაღით არავინ მოამარაგებს. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისისგან სამხრეთ ოსეთისთვის გაზმომარაგების აღდგენა მოითხოვა. სერგეი ლავროვის თქმით, ამ საკითხის გამო, რუსეთმა მიმართა ეუთოსაც, რომელსაც ლავროვის შეფასებით, ჯერჯერობით სამარცხვინო პოზიცია აქვს. ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეუთოს სესიებში ცხინვალის დელეგაცია აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. რაც შეეხება ევროსაბჭოს, ლავროვი მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები მიკერძოებულად შეაფასა.
XS
SM
MD
LG