Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კუბის სანაოსნო წყლებში ღუზას


დღეს კუბის სანაოსნო წყლებში ღუზას ჩაუშვებს რუსეთის სამი სამხედრო გემი.

დღეს კუბის სანაოსნო წყლებში ღუზას ჩაუშვებს რუსეთის სამი სამხედრო გემი.
ეს პირველი ამგვარი ვიზიტია საბჭოთა პერიოდის შემდეგ. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, საესკადრო ნაღმოსანი და მისი ორი თანმხლები ხომალდი ხუთ დღეს დაჰყოფენ ჰავანის ნავსადგურში. გემები შედიან ესკადრის შემადგენლობაში, რომელიც ხანგრძლივ ვიზიტად იმყოფება ლათინურ ამერიკაში. მიმომხილველთა თქმით, რუსეთი ამით ცდილობს, კუნთები გამოაჩინოს ამერიკის სიახლოვეს. მიიჩნევა, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსა და რუსეთის პერიფერიაზე მდებარე სხვა ქვეყნების მიმართ დახმარებაზე.
XS
SM
MD
LG