Accessibility links

დღეს სომხეთში დაიწყო ყოფილი საგარეო


დღეს სომხეთში დაიწყო ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა ოპოზიციონერების

დღეს სომხეთში დაიწყო ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა ოპოზიციონერების
სასამართლო პროცესი. მათ მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში ედებათ ბრალი. სომხეთის პროკურატურის თანახმად, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალესქანდრ არზუმანიანი, პარლამენტის სამი წევრი და კიდევ ორი ოპოზიციონერი ძალაუფლების უზურპაციას შეეცადნენ, როცა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს თებერვალში. თებერვლის გამოსვლების დროს ათასობით ადამიანი 11 დღის განმავლობაში მართავდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის მხარდამჭერ დემონსტრაციას. შეტაკებებში ორი პოლიციელი და რვა სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG