Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და ამერიკის შეერთებული შტატებმა


უკრაინამ და ამერიკის შეერთებული შტატებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გააფორმეს.

უკრაინამ და ამერიკის შეერთებული შტატებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გააფორმეს.
ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ცერემონიაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ ოჰრიზკომ. ქარტია ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას და ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვის, უშიშროების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში.
XS
SM
MD
LG