Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გააფრთხილა პალესტინაში მოქმედი დაჯგუფება „ჰამასი“,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გააფრთხილა პალესტინაში მოქმედი დაჯგუფება „ჰამასი“,
რომ ისრაელის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტებისა და ტერორის განახლება თავად პალესტინელებს დააზარალებს. კონდოლიზა რაისმა ასე უპასუხა „ჰამასის“ განცხადებას, რომ დასრულდა ექვსთვიანი ზავი ისრაელთან. მიზეზად „ჰამასმა“ ის დაასახელა, რომ ისრაელმა არ დაიცვა შეთანხმება ღაზის სექტორის ბლოკადასთან დაკავშირებით. პალესტინა-ისრაელის პრობლემაზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ერთადერთი გზა ძალადობაზე და ტერორზე უარის თქმაა.
XS
SM
MD
LG