Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთმა ეუთოს აცნობა, რომ


დღეს რუსეთმა ეუთოს აცნობა, რომ საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის მანდატის გაგრძელებას არ ეთანხმება.

დღეს რუსეთმა ეუთოს აცნობა, რომ საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის მანდატის გაგრძელებას არ ეთანხმება.
ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ რუსეთის კანონმდებლობის თვალსაზრისით, მანდატის გაგრძელება უკანონოა. აზიმოვმა მოითხოვა, შეიცვალოს ეუთოს მისიის მანდატი, რომელიც 31 დეკემბერს ამოიწურება. ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა ღრმა სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ეუთოს 56-მა წევრმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოში ეუთოს მისიის მომავალი მოქმედების შესახებ. მისიის დახურვა 2009 წლის დასაწყისში დაიწყება. ეუთოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ეუთოს მომავალი საქმიანობის შესახებ მოლაპარაკება გაისად გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG