Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰგმობს რუსეთის "არაკონსტრუქციულ ქმედებას",

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰგმობს რუსეთის "არაკონსტრუქციულ ქმედებას",
რომლის გამოც საქართველოში ეუთოს მისიამ საქმიანობა შეწყვიტა. საგარეო უწყების განცხადებით, 22 დეკემბერს ეუთოს წევრმა 56-მა ქვეყანამ რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული და ხისტი პოზიციის გამო, ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოში ეუთო-ს მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე. ამ ქმედებით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის გამიზნულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ეუთოს როლის შესუსტებას როგორც საქართველოში, ისე ეუთოს მთელ სივრცეში. რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება განხილულ უნდა იქნეს რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისა და ევროკავშირის დამკვირვებელთა საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობისა და ამ მისიების წარმომადგენლებზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმების კონტექსტში - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG