Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა რუსი დამცველები აპირებენ


ადამიანის უფლებათა რუსი დამცველები აპირებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მთავარ სამხედრო პროკურატურას

ადამიანის უფლებათა რუსი დამცველები აპირებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მთავარ სამხედრო პროკურატურას
გადასცენ მასალები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედრო მოსამსახურეების უფლებათა დარღვევებს ასახავს. ამის შესახებ რადიო "თავისუფლებას" აცნობა "სანკტ-პეტერბურგის ჯარისკაცთა დედების კომიტეტის" თავმჯდომარემ ელა პოლიაკოვამ. ამ ორიოდე დღის წინ პოლიაკოვა დაბრუნდა სამხრეთ ოსეთიდან, სადაც ის "სამოქალაქო თანადგომის" კომიტეტის ხელმძღვანელთან სვეტლანა განუშკინასთან ერთად იმყოფებოდა. აი, როგორ აღწერს განუშკინა რუსი სამხედროების ცხოვრების პირობებს: "პირობები ყოვლად აუტანელია. კარვები პირდაპირ მიწაზეა გაშლილი, ლეიბები თივისაა, საკვები არ არის. კონტრაქტები ისეთი ფორმით არ არის გაფორმებული, როგორითაც უნდა იყოს, ჯარისკაცებს ხელფასებს არ უხდიან. ბიჭებს სცივათ და შიათ. მოკლედ, რომ ნახოთ, როგორ ცხოვრობენ, გული მოგიკვდებათ."
XS
SM
MD
LG