Accessibility links

logo-print

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი


გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას განცხადებით,

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას განცხადებით,
რუსეთთან პროვოკაციულ ომში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. ნიუ იორკიდან თბილისში დღეს დაბრუნებულმა ალასანიამ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო პირდაპირი დიალოგის განახლება სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან და ასევე არსებობდა შესაძლებლობა, გაფორმებულიყო დოკუმენტი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობასა და დევნილების დაბრუნებას უზრუნველყოფდა. ალასანიას თქმით, იგი არ გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას და მზად არის, ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მის შეხედულებებს გაიზიარებს.
XS
SM
MD
LG