Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო,

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო,
რომ ყირგიზეთის ეროვნულმა ტელერადიოკომპანიამ რადიო "თავისუფლების" ყირგიზული სამსახურის პროგრამების და მისი ორი ტელეპროექტის მაუწყებლობა შეწყვიტა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაცემები ყირგიზეთის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო იყო და სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიის განვითარებას ემსახურებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირგიზეთის მთავრობას მოუწოდა, მაუწყებლობის შეწყვეტის პრობლემა რადიო თავისუფლებასთან მუშაობით მოაგვაროს.
XS
SM
MD
LG