Accessibility links

logo-print

ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი შობის


ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ქრისტიანული სამყაროს უდიდესი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
შობის ღამეს რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ საშობაო ქადაგება წარმოთქვა რომის წმიდა პეტრეს ტაძარში და გამოთქვა მოწოდება, ახლო აღმოსავლეთში ბოლო მოეღოს სიძულვილსა და ძალადობას. პაპმა, ტრადიცისამებრ, დალოცა "Urbi et Orbi" – "ქალაქი და მსოფლიო". ვილოცოთ იმისთვის, რათა ადამიანთა გულები გაიხსნას, შემდეგ კი საზღვრებიც გაიხსნებაო - აღნიშნა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა საშობაო მესაზე. იმ ათასობით მორწმუნისთვის, ვინც ტაძარში შეღწევა ვერ მოახერხა, წმიდა პეტრეს მოედანზე დიდი ეკრანები დაამონტაჟეს. ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გარდა, პაპი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიც არის ბავშვთა დაცვა, არასრულწლოვანი ჯარისკაცებისა და პორნოინდუსტრიის მსხვერპლთა პრობლემები.
XS
SM
MD
LG