Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღსაყდრების


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღსაყდრების 31-ე წლისთავი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღსაყდრების 31-ე წლისთავი მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების დასრულების შემდეგ, მედვედევის წერილი წაიკითხა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა. წერილში მედვედევი აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ამ ეკლესიას ილია მეორე უკვე 31 წელია, სათავეში უდგას. რუსეთის პრეზიდენტი პატრიარქს "ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ლიდერს უწოდებს". წერილში გამოთქმულია იმედი და სურვილი, რომ საქართველო-რუსეთის დიალოგი კვლავ გაგრძელდება პატრიარქის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG