Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის


სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეებმა განახორციელეს იერიში,

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეებმა განახორციელეს იერიში,
რომლის შედეგად დაიღუპა თურქეთის არმიის სამი მოსამსახურე, ხოლო კიდევ ცხრა - დაიჭრა. ამ შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე თურქეთისა და ერაყის მთავრობის ხელმძღვანელები რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ნური ალ მალიკი ანკარაში შეხვდნენ ერთმანეთს და მოილაპარაკეს, რომ ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედებენ. ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეები ჩრდილოეთ ერაყში არიან დაბანაკებული და იქიდან თავდასხმებს ახორციელებენ თურქეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG