Accessibility links

logo-print

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დღეს საჰაერო


ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დღეს საჰაერო დარტყმები განხორციელეს ღაზის სექტორში.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დღეს საჰაერო დარტყმები განხორციელეს ღაზის სექტორში.
ჯანდაცვის უწყებათა წარმომადგენლების თქმით, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი და რამდენიმე ასეული დაიჭრა. ეს რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე უფრო გამანადგურებელი იერიში იყო ღაზაში. სამხედრო რეიდი დაიწყო მას მერე, რაც დასრულდა საზავო შეთანხმება ჰამასთან, რასაც ისრაელის წინააღმდეგ იერიშების გაძლიერება მოჰყვა. ისრაელის სამხედროთა თქმით, მათი ოპერაციის მიზანია ტერორისტების ინფორასტრუქტურების განადგურება და, შესაძლოა, იერიშისას დატყმები განახორციელონ ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ. ჰამასმა საპასუხო სარაკეტო ცეცხლი გახსნა ისრაელის ტერიტორიების მიმართულებით. დაიღუპა სულ ცოტა ერთი ადამიანი. პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის თქმით, ისრაელის იერიშისთვის არავითარი მიზეზი არ არსებობს. გაერო, ევროპის კავშირი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ.

XS
SM
MD
LG