Accessibility links

logo-print

პაკისტანში, სულ ცოტა, 27 ადამიანი


პაკისტანში, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაიჭრა

პაკისტანში, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაიჭრა
ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბუნერში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო, დაანგრია სკოლა. მასში მიმდინარეობდა არჩევნების დამატებითი, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი რაუნდი. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ბოლო 18 თვის მანძილზე თვითმკვლელების მიერ მოწყობილმა და სხვა იერიშებმა პაკისტანში 1500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG