Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები ღაზის სექტორში ძალადობისთვის


მსოფლიოს ლიდერები ღაზის სექტორში ძალადობისთვის ბოლოს მოღებისაკენ მოწოდებით გამოდიან.

მსოფლიოს ლიდერები ღაზის სექტორში ძალადობისთვის ბოლოს მოღებისაკენ მოწოდებით გამოდიან.
რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ დაგმო ძალადობა ისრაელსა და “ჰამასს” შორის და მხარეებს ჰუმანურობისა და გონიერებისაკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ისრაელ კოლეგა ციპი ლივნის სატელეფონო საუბრის დროს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში. გაეროში აშშ-ის ელჩმა ზალმაი ხალილზადმა კი პალესტინელ ექსტრემისტებს მოუწოდა, შეწყვიტონ სარაკეტო იერიშები ისრაელზე ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად. ამასობაში, პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, რომლის პოლიტიკური ორგანიზაცია “ფატაჰი” დაპირისპირებულია “ჰამასთან”, გამოთქვა მოსაზრება, რომ “ჰამასს” მართებდა ისრაელთან ზავის გაგრძელება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მუსლიმანურ სახელმწიფოებს მოუწოდებს ისრაელის დასჯისაკენ.
XS
SM
MD
LG