Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა


თბილისში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისაგან დაცვის სტრატეგიის განსახილველად.

თბილისში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისაგან დაცვის სტრატეგიის განსახილველად.
სხდომას გაუძღვა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, მსოფლიო საფინანსო კრიზისი, რომელიც საქართველოში ჯერ არ შეუღწევია, ხელისუფლებას აკისრებს მოვალეობას, მიმართოს ყველა ზომას, რათა არსებული ეკონომიკური შენელება არ გადაიზარდოს უფრო მძიმე პრობლემებში. მთავრობის შეკრებაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილიც მონაწილეობდა, მოუსმინეს ფინანსთა მინისტრის, პირველ ვიცე-პრემიერ ნიკა გილაურის გამოსვლას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისაგან დაცვის სტრატეგიის თაობაზე.
XS
SM
MD
LG