Accessibility links

logo-print

ისრაელის განცხადებით, მისმა თვითმფრინავებმა დაბობმეს


ისრაელის განცხადებით, მისმა თვითმფრინავებმა დაბობმეს ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი 40-ზე მეტი გვირაბი.

ისრაელის განცხადებით, მისმა თვითმფრინავებმა დაბობმეს ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი 40-ზე მეტი გვირაბი.
საქმე ეხება ზედიზედ მეორე დღის საჰაერო იერიშებს ღაზის სექტორზე, რითაც ისრაელს სურს, ხელი ააღებინოს პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიისთვის რაკეტების დაშენაზე. პალესტინელების განცხადებით, მოკლულია, სულ ცოტა, 280 ადამიანი, დაჭრილების რიცხვი კი 700-ს აღწევს. "ჰამასმა" ისრაელს სარაკეტო ცეცხლით უპასუხა. ისრაელი პალესტინელ ექსტრემისტებს ადანაშაულებს გვირაბების გამოყენებაში ღაზის იარაღით მოსამარაგებლად. გარდა ამისა, ისრაელი სახმელეთო იერიშით იმუქრება. გაეროს უშიშროების საბჭო ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის და მხარეებს მოუწოდებს, მიმართონ ყველა საჭირო ზომას ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG