Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის


ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში
"ჰამასის" წინააღმდეგ ტოტალურ ომშია ჩართული. ამ შინაარსის განცხადება ბარაკმა ისრაელის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები მესამე დღეა, იერიშებს ახორციელებენ მოძრაობა “ჰამასის” ობიექტებზე, რათა ექსტრემისტებმა ვეღარ შეძლონ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების განხორციელება. [ეჰუდ ბარაკის ხმა] “ჩვენ ტერორისტებს ვეძებთ და მივმართავთ ყველა ზომას საიმისოდ, რომ არ ვავნოთ სამოქალაქო პირებს, მაშინ როცა "ჰამასის" წევრები და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები განზრახ მოქმედებენ და იმალებიან შუაგულ სამოქალაქო მოსახლეობაში.” პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით, დაღუპულთა შორის, სულ ცოტა, 51 სამოქალაქო პირია.
XS
SM
MD
LG