Accessibility links

logo-print

რუსული რუბლი ახალ, სარეკორდოდ დაბალ


რუსული რუბლი ახალ, სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა ევროსთან მიმართებით.

რუსული რუბლი ახალ, სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა ევროსთან მიმართებით.
ერთი ევრო დღეს 41,6 რუბლი ღირდა, რაც რუბლის ღირებულების 2,4 პროცენტით შემცირებას ნიშნავს. რუბლის კურსს რუსეთის ცენტრალური ბანკი არეგულირებს, ის კი ჩვეულებრივ არ უშვებს, რომ ეროვნულმა ვალუტამ დღეში ღირებულების ერთ პროცენტზე მეტი დაკარგოს. მაგრამ ნოემბრიდან მოყოლებული, ბანკმა ათი გამონაკლისი დაუშვა. რუბლი ზეწოლას განიცდის გლობალური საფინანსო კრიზისის ფონზე - ნავთობის მკვეთრი გაიაფებისა და რუსეთიდან კაპიტალის გადინების გამო.
XS
SM
MD
LG