Accessibility links

logo-print

1 იანვრიდან აზერბაიჯანში იკრძალება უცხოეთის


1 იანვრიდან აზერბაიჯანში იკრძალება უცხოეთის რადიოსადგურების მაუწყებლობის რეტრანსლაცია.

1 იანვრიდან აზერბაიჯანში იკრძალება უცხოეთის რადიოსადგურების მაუწყებლობის რეტრანსლაცია.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო საბჭომ. შესაბამისად, ახალი წლიდან FM სიხშირეებზე მაუწყებლობას წყვეტენ ბი-ბი-სი, "ამერიკის ხმა" და რადიო "თავისუფლება". აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ჩვენი რადიოს - "რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა: [ჯეფრი გედმინის ხმა]: "ეს ძალიან სამწუხაროა, უპირველეს ყოვლისა - აზერბაიჯანის ხალხისთვის. ჩვენ იქ გვიცნობენ, როგორც დამოუკიდებელი, სანდო და ზუსტი ინფორმაციის წყაროს. ეთერიდან ჩვენი გაძევების გადაწყვეტილება - ისევე, როგორც "ამერიკის ხმისა" და ბიბისისა - ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობას მოაკლდება მნიშვნელოვანი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობისთვის." მიმომხილველები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანში სულ უფრო ძლიერდება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ძალისხმევა. უცხოეთის რადიოსადგურების მაუწყებლობის რეტრანსლაციის აკრძალვა დაგმო ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში მიკლოშ ჰარასტიმ.
XS
SM
MD
LG