Accessibility links

რუსეთი უარყოფს, რომ ჩაშალა მოლაპარაკება


რუსეთი უარყოფს, რომ ჩაშალა მოლაპარაკება საქართველოში ეუთოს ახალი მანდატის შემუშავების თაობაზე.

რუსეთი უარყოფს, რომ ჩაშალა მოლაპარაკება საქართველოში ეუთოს ახალი მანდატის შემუშავების თაობაზე.
სააგენტო რია-ნოვოსტის მოჰყავს ეუთოში რუსეთის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის განცხადება, რომლის თანახმად დასავლეთი წარსულის ილუზიებით ცხოვრობს და არ სურს შეურიგდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ორი ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რეალურად არსებობას. აზიმოვის თქმით, რუსეთი თანახმაა, რომ თბილისსა და ცხინვალში ეუთოს ორი დამოუკიდებელი მისია არსებობდეს და ამ საკითხზე მუსაობას აპირებს საბერძნეთთან, რომელიც 1 იანვრიდან ორგანიზაციის თავმჯდომარეობას გადაიბარებს ფინეთისგან.
XS
SM
MD
LG