Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის უშიშროების კაბინეტმა საგანგებო სხდომის


ისრაელის უშიშროების კაბინეტმა საგანგებო სხდომის შემდეგ უარყო წინადადება,

ისრაელის უშიშროების კაბინეტმა საგანგებო სხდომის შემდეგ უარყო წინადადება,
ღაზის სექტორში 48 საათით ზავი გამოცხადდეს. ეს წინადადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა გამოთქვა: [კუშნერის ხმა] "მივიღეთ გადაწყვეტილება, ვითხოვოთ ცეცხლის შეწყვეტა, თუ გნებავთ, ჰუმანიტარული ზავი, მაგრამ ზავი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას მოგვცემდა. თან ეს ზავი უწყვეტი უნდა იყოს და ის მართლაც უნდა შესრულდეს - წარსულში არაერთი ისეთი ზავის მოწმენი ვყოფილვართ, რომელიც დარღვეულა." ვიდრე ისრაელის უშიშროების კაბინეტი კუშნერის ამ წინადადებას უარყოფდა, ტელ-ავივის საგარეო უწყებამ ევროკავშირის ინიციატივას "არარეალისტური" უწოდა. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება. პალესტინელი ექიმების ცნობით, ავიაიერიშების შედეგად 370-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1700-მდე პირი დაჭრილია.
XS
SM
MD
LG