Accessibility links

ვლადიკავკაზში მოკლეს ქალაქის ყოფილი მერი


ვლადიკავკაზში მოკლეს ქალაქის ყოფილი მერი ყაზბეგ პაგიევი.

ვლადიკავკაზში მოკლეს ქალაქის ყოფილი მერი ყაზბეგ პაგიევი.
ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული პაგიევის გვამი დღეს დილით იპოვეს მისსავე ავტომანქანაში. მოკლულია მისი მძღოლიც. ერთი კვირის წინ პაგიევმა საკუთარი სურვილით დატოვა ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობა. ვლადიკავკაზის მერის თანამდებობა მას 2007 წლამდე ეკავა. შემდეგ იგი შეცვალა ვიტალი კარაევმა, რომელიც ამ ერთი თვის წინათ, 26 ნოემბერს მოკლეს.
XS
SM
MD
LG