Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა აზერბაიჯანის ხელისუფლება გააფრთხილა


ევროპის კავშირმა აზერბაიჯანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ 1 იანვრიდან დაგეგმილმა აკრძალვამ

ევროპის კავშირმა აზერბაიჯანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ 1 იანვრიდან დაგეგმილმა აკრძალვამ
უცხოეთის რადიოსადგურების მაუწყებლობის რეტრანსლაციაზე, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ევროკავშირისა და ბაქოს ურთიერთობაზე. ახალი წლიდან FM სიხშირეებზე მაუწყებლობას წყვეტენ ბი-ბი-სი, "ამერიკის ხმა" და რადიო "თავისუფლება". აზერბაიჯანის რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გუშინ დაგმეს აშშ-მა და ეუთომ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ის რადიოსადგურები, რომელთა მაუწყებლობა წყდება, უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აზერბაიჯანის საზოგადოებაში აზრებისა და იდეების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის საქმეში. "რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის ჯეფრი გედმინის აზრით, აზერბაიჯანის ქვეყნის მოსახლეობას მოაკლდება მნიშვნელოვანი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
XS
SM
MD
LG